მიხაილო პოდოლიაკი - ომი მალე საბოლოოდ გადავა "ომის ავტორების" ტერიტორიაზე - მეტი ამოუცნობი დრონი, მეტი სამოქალაქო კონფლიქტი, მეტი ომი

მოსკოვი სწრაფად ეჩვევა სრულფასოვან ომს, რომელიც, თავის მხრივ, მალე საბოლოოდ გადავა "ომის ავტორების" ტერიტორიაზე, რათა მათი ვალები შეაგროვოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერზე" წერს.

მისი თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთში მოხდება, ობიექტური ისტორიული პროცესია.

"ყველაფერი, რაც რუსეთში მოხდება, ობიექტური ისტორიული პროცესია. მეტი ამოუცნობი დრონი, მეტი კოლაფსი, მეტი სამოქალაქო კონფლიქტი, მეტი ომი", - აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსეთის დედაქალაქზე დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. მოსკოვის მერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სავაჭრო ცენტრ "მოსკოვი-სიტიში" ერთ-ერთი ცათამბჯენის ფასადი დაზიანდა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა