ჩინეთი შეერთებულ შტატებს ტაივანისთვის იარაღით დახმარების გაწევის გამო აკრიტიკებს და მოუწოდებს, „არასწორ და საშიშ“ გზაზე სიარულისგან თავი შეიკავოს.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ტან კეფეის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ყველა სახის სამხედრო შეთანხმება უნდა შეწყვიტოს.
„ტაივანის საკითხი ეხება ჩინეთის მთავარ ინტერესებს და არის წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა.
ცნობისათვის, შეერთებულმა შტატებმა პარასკევს ტაივანისთვის 345 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა.