უკრაინა უარყოფს ბრალდებებს შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმასთან დაკავშირებით

უკრაინამ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმის განხორციელებასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებები უარყო.

"ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ოფიციალური პირების ასეთი განცხადებები ყალბია და იოტისოდენა სიმართლესაც არ შეიცავს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

მისი თქმით, უკრაინა სამოქალაქო გემებსა და ობიექტებს თავს არ დასხმია, არ ესხმის და არც დაესხმება.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსულ საპატრულო ხომალდებზე იერიშის მიტანა სცადეს. უწყების მტკიცებით, შეტევაში სამი საზღვაო დრონი მონაწილეობდა, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება