უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში მოსახლეობის მხრიდან რუსული ჯარისთვის წინააღმდეგობის გაწევა მატულობს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში მოსახლეობის მხრიდან რუსული ჯარისთვის წინააღმდეგობის გაწევა მატულობს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე საოკუპაციო კონტინგენტსა და პროუკრაინულად განწყობილ მოსახლეობას შორის წინააღმდეგობა მკვეთრად არის გაზრდილი.

„სისტემატური ხასიათი აქვს „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებს. ორგანიზატორები და შემსრულებლები სამოქალაქო პირები არიან, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში