უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის "მიუღებელი" კომენტარების გამო ქვეყნის ელჩი უწყებაში დაიბარა.
„შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ განცხადებები პოლონეთის მხარდაჭერის მიმართ უკრაინელების ვითომ უმადურობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და მიუღებელია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ.
ცნობისათვის, ბარტაშ ჩიხოცკი შეხვედრაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც რაც ანჯეი დუდას მრჩეველმა, მარჩინ ფშიდაჩმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს იმ როლის დაფასება, რასაც პოლონეთი კიევის დახმარებაში ასრულებს.