ოლეგ ნიკოლენკო - საქართველოში უკრაინის საელჩო მუშაობს უკრაინელი მოქალაქის საქმეზე, რომელიც ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს

უკრაინის საელჩო ბათუმის აქციაზე დაკავებული უკრაინელი მოქალაქის საქმეზე მუშაობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

“საქართველოში უკრაინის საელჩო მუშაობს უკრაინელი მოქალაქის საქმეზე, რომელიც ქ. ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. კონსულმა უკრაინელი ქალის მონახულების ნებართვა მოითხოვა, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმოს. პარალელურად დიპლომატები გათავისუფლების საკითხზე მუშაობენ”, - განაცხადა ნიკოლენკომ.

ცნობისთვის, 31 ივლისს რუსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ ბათუმის საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის უკრაინის მოქალაქე ქალი. დაკავებულის ადვოკატის თქმით, მას მცირე ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს