ნიგერიდან მოქალაქეების გამოსაყვანად იტალია სპეციალურ ფრენას ნიშნავს. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნიგერში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას მოჰყვა.
“იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა ნიამეიში ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება მისცეს ქალაქი დატოვონ და იტალიაში სპეციალური რეისით გაფრინდნენ”, - განაცხადა ტაიანიმ.
ამავდროულად, ტაიანიმ აღნიშნა, რომ იტალიას პოლიტიკური და დიპლომატიური მედიაციის ძალისხმევების გაგრძელება სურს.