ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ავრცელებს.

“მეთაურებისა და სამსახურების ხელმძღვანელების მიერ სიტუაციის ანალიზის შედეგებზე დასკვნების შემდეგ დადგენილ იქნა, რომ დღეს, 2023 წ. 1 აგვისტოს, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მოხდა ორი ბელარუსული ვერტმფრენის მიერ, რომლებიც საზღვართან ახლოს ატარებდნენ წვრთნებს. ბელარუსულმა მხარემ წვრთნების ჩატარების შესახებ პოლონური მხარის წინასწარი ინფორმირება მოახდინა”, - წერია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ბელარუსულმა ვერტმფრენებმა საზღვარი ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაარღვიეს, რამაც რადიოლოკაციური სისტემებით ამის აღმოჩენა გაართულა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა, რომ საზღვარზე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა გაიზარდოს, ასევე ჩართული იქნას დამატებითი ძალები და საშუალებები, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენები.

პოლონეთის მთავრობამ აღნიშნული ინციდენტის შესახებ ნატო-ს შეატყობინა, ასევე მომხდარის ასახსნელად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის დროებითი რწმუნებული იქნება დაბარებული.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება