ვოლოდიმირ ზელენსკი - არ დავუშვებთ, რაიმე პოლიტიკურმა მომენტებმა უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის  ურთიერთობა გააფუჭოს

დიდად ვაფასებთ პოლონეთის ისტორიულ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენთან ერთად ევროპის ნამდვილ ფარად იქცა ზღვიდან ზღვამდე და ამ ფარში არ შეიძლება ერთი ბზარიც იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის და მთელი ევროპის თავისუფლებისთვის და მადლობელია ყველა ქვეყნის, ვინც ეხმარება.

"დიდად ვაფასებთ პოლონეთის ისტორიულ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენთან ერთად იქცა ევროპის ნამდვილ ფარად ზღვიდან ზღვამდე და ამ ფარში არ შეიძლება ერთი ბზარიც იყოს. არ დავუშვებთ, რაიმე პოლიტიკურმა მომენტებმა გააფუჭოს ურთიერთობა უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის და ემოციები აუცილებლად უნდა გაცივდეს. ჩვენი ერების თავისუფლება და კეთილდღეობა, ჩვენი ევროპული ღირებულებები და გამარჯვება საერთო რუს მტერზე ყველაზე მაღლა დგას", - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, მარჩინ ფშიდაჩმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს იმ როლის დაფასება, რასაც პოლონეთი კიევის დახმარებაში ასრულებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის კომენტარს მიუღებელი უწოდა და პოლონეთის ელჩი უწყებაში დაიბარა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის