რუსებმა კიევს 10-ზე მეტი დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა წუხელ კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, მისი თქმით, განადგურებულია 10-ზე მეტი დრონი.

"ყველა საჰაერო სამიზნე - 10-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი - საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს", - აღნიშნა პოპკომ.

მისი თქმით, დრონების ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა. "დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობა და ტროტუარი. არანაირი სერიოზული დაზიანება არ ყოდილა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება", - აღნიშნა პოპკომ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს