უკრაინის გენშტაბი - ბახმუტის მახლობლად, სოფელ კლეშჩიევკასთან მოწინააღმდეგემ წარუმატებლად სცადა დაკარგული პოზიციის აღდგენა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტზე 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბახმუტის მახლობლად, მოწინააღმდეგემ წარუმატებლად სცადა დაკარგული პოზიციის აღდგენა სოფელ კლეშჩიევკას ჩრდილოეთით და დასავლეთით.

ამასთან, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, ერთი სარაკეტო და 75 საჰაერო დარტყმა განახორციელეს უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 68-ჯერ გაუხსნეს. "სამწუხაროდ, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში", - აცხადებენ გენშტაბში.

გენერალურ შტაბში ასევე აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა მიაყენა მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებს, ერთი კი საზენიტო-სარაკეტო სისტემას.

ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საცეცხლე პოზიციებზე განლაგებული 14 საარტილერიო იარაღი, მართვის 4 პუნქტი, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონი, 6 საჰაერო თავდაცვის ობიექტი, საბრძოლო მასალის საცავი და მოწინააღმდეგის კიდევ 2 მნიშვნელოვანი ობიექტი.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა