აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საუდის არაბეთში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაში, რომელზეც უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზებზე იქნება საუბარი, რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საუდის არაბეთში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაში, რომელზეც უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზებზე იქნება საუბარი, რუსეთის ფედერაცია მონაწილეობას არ მიიღებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან და ამ ომის დაწყებამდეც, რუსეთი მზად არ იყო ნამდვილი დიპლომატიისთვის.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ განვიხილოთ უსაფრთხოების საკითხთან არსებული ნებისმიერი კანონიერი შეშფოთება, რაც რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა. თავის მხრივ, უკრაინამაც განაცხადა, რომ მზად არის იგივე გააკეთოს, მაგრამ რუსეთს არასდროს მიუღია მონაწილეობა სერიოზულ და შინაარსობრივ მოლაპარაკებებში“, - განაცხადა მილერმა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 5-6 აგვისტოს ჯიდაში გაიმართება და მასში, ევროკავშირის მოლოდინით, 40-მდე სახელმწიფოს წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს