იაპონიაში ტაიფუნს მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ კუნძულებს ტაიფუნი "ხანუნი" დაატყდა თავს, რასაც სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, 90 წლის მამაკაცი ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ტაიფუნი "ძალიან ძლიერი" იყო და ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ საათში 180 კილომეტრს მიაღწია.

ამასთან, სტიქიის გამო, კუნძულ ოკინავაზე დაახლოებით 220 580 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროენერგიის გათიშვის გამო ზოგიერთ რაიონში შეფერხდა ტელეფონისა და ინტერნეტის მუშაობა. ოკინავასა და სამხრეთ-დასავლეთ იაპონიის სხვა კუნძულებზე ასობით ავიარეისი გაუქმდა, რამაც 65 000-ზე მეტი მგზავრი დააზარალა.

იაპონიის ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების მართვის სააგენტომ ოკინავასა და კაგოშიმას რეგიონის სამხრეთ ნაწილში 690 000-ზე მეტ მცხოვრებს, უსაფრთხოების მიზნით, საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ მოუწოდა.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს