პენტაგონი პოლონეთის საზღვარზე ბელარუსულ ვერტმფრენებთან დაკავშირებულ ინციდენტზე - გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ალიანსის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი დაცული იყოს

პენტაგონი ბელარუსული ვერტმფრენების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ნატო-ს ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებს.

„გავაგრძელებთ ნატო-ს უსაფრთხოების მიმართ ძალიან სერიოზულად მოპყრობას და გავაგრძელებთ მუშაობას ნატო-ს მოკავშირეებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ალიანსის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი დაცული იყოს“, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა.

ამასთან, მან ინციდენტის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ ნატო-ს ძალების პოზიცია არ შეცვლილა.

შეგახსენებთ, გუშინ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს