ანდრეი ერმაკი - რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მკაცრი სანქციებით - ყველა ქვეყანას შეუძლია მეტი გააკეთოს, თუ დაბლოკავენ იმ ჯაჭვებს, რომლითაც რუსეთი სანქცირებულ კომპონენტებს იღებს

რუსებმა კვლავ სცადეს თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჩვენს პორტებზე, მარცვლეულის ელევატორებზე. ისინი ყველაფერს აკეთებენ სანქციების გვერდის ავლისა და იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მოსაპოვებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი "ტვიტერში" წერს.

მისი თქმით, რუსებს სურთ გაზარდონ იარაღის რაოდენობა, რათა დახოცონ ადამიანები, გაანადგურონ ინფრასტრუქტურა და გამოიწვიონ შიმშილი.

"ამის შეჩერება შესაძლებელია უფრო მკაცრი სანქციებით, რომელიც მუდმივად გაიზრდება და გავლენას მოახდენს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინდუსტრიაზე. ასევე, ყველას შეუძლია მეტი გააკეთოს, თუ დაბლოკავენ იმ ჯაჭვებს, რომლითაც რუსეთი სანქცირებულ კომპონენტებს იღებს. ყველა ქვეყანას შეუძლია მეტის გაკეთება", - აცხადებს ერმაკი.

მისი თქმით, უკრაინას ასევე სჭირდება მეტი საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა.

"აუცილებელია რუსული ბოროტების წინააღმდეგ გაერთიანება, რუსეთის ფედერაციისთვის ჰაერიდან თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობების წართმევა", - წერს ერმაკი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს