უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის საფრთხის გამო, ავიაკომპანია „თურქმენეთის ავიახაზები“ მოსკოვში ფრენებს აუქმებს

უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის საფრთხის გამო, ავიაკომპანია „თურქმენეთის ავიახაზები“ მოსკოვში ფრენებს აუქმებს.­

ავიაკომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილება მოსკოვზე უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ იქნა მიღებული და უსაფრთხოების მიზნით არის ნაკარნახევი.

„მოსკოვის საჰაერო სივრცეში შექმნილი ვითარების გამო და რისკების შეფასების საფუძველზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ჩვენი კომპანიის ყველა ფრენა მოსკოვის მიმართულებით შეჩერებულია”, - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, მოსკოვის ნაცვლად, „თურქმენეთის ავიახაზები“ ფრენებს ყაზანში განახორციელებენ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა