პროკურატურაში სტაჟიორები პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე დაინიშნენ

საქართველოს პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, სტაჟიორები პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოში პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე დაინიშნენ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სტაჟიორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროკურორებად და გამომძიებლებად დანიშვნა მიულოცა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, სტაჟიორების ეს ნაკადი სამაგალითო და განსაკუთრებულია. „ჩვენ სამსახურს, შესაძლებლობა მოგვეცა ასეთი ღირსეული და წარმატებული კანდიდატები შეგვერჩია მომავალ პროკურორებად და გამომძიებლებად. მადლობას გიხდით ერთწლიანი შრომისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ როგორც სტაჟიორებმა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტაჟირების გავლის კომისიამ ყველა სტაჟიორის დანიშვნის რეკომენდაცია გასცა“ - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები და სტაჟიორები ესწრებოდნენ.

„აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება 35 პირმა გაიარა. სტაჟიორები ერთი წლის მანძილზე საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, სისტემატურად უტარდებოდათ შესაბამისი ტრენინგები, გამოცდები და მათ საქმიანობას სტაჟირების ხელმძღვანელები და მენტორები უძღვებოდნენ.

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება