რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინის თურქეთში ვიზიტის საკითხი განიხილეს და შეთანხმებას მიაღწიეს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

„პრეზიდენტი ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. საუბრისას ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას პუტინის თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით", - ნათქვამია ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადმინისტრაციაში ვიზიტის თარიღს არ აკონკრეტებენ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება