ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის პორტთან ორი დღის წინ დააკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს 8 პირის პროცესი გაიმართა, რომლებიც ბათუმის პორტთან ორი დღის წინ დააკავეს. დაკავებულების ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათ დამატებითი დრო სჭირდებათ მტკიცებულებების შესაგროვებლად. თავის მხრივ, ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, აქციის დროს სამართალდამცავებმა დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ასევე განმარტეს, რომ მშვიდობიან აქციაზე იმყოფებოდნენ და უკანონოდ მოხდა მათი დაკავება.

საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ განიხილა, მოსამართლე გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

ცნობისთვის, სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას მოქალაქეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის რამდენჯერმე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 23 პირი დააკავეს, ნაწილი გუშინ გათავისუფლდნენ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება