რუმინეთის პრეზიდენტმა უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ახალი დარტყმები დაგმო

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა უკრაინის სამხრეთის ნაწილში მდებარე ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ახალი დარტყმები დაგმო.

მისივე თქმით, დუნაიზე არსებული უკრაინის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმები მიუღებელია, რადგან ეს ობიექტები რუმინეთთან უშუალო სიახლოვეს არის განლაგებული და ეს სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს.

აღნიშნულ განცხადებას რუმინეთის პრეზიდენტი Twitter-ზე აქვეყნებს.

„ეს თავდასხმები ზეგავლენას ახდენენ უკრაინის უნარიანობაზე გადასცეს სურსათი მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება ", – აღნიშნა იოჰანისმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ