საერთაშორისო ექსპერტები - ხერსონში რუსეთის მიერ მოწყობილ დაკავების ცენტრებში უკრაინელების თითქმის ნახევარმა წამება და სექსუალური ძალადობა განიცადა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მოწყობილ დაკავების ცენტრებში პატიმრების დიდი ნაწილი აწამეს და სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს, - ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის ანგარიშშია აღნიშნული.

„მართლმსაჯულების მობილური ჯგუფი", რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული იურიდიული ფირმის Global Rights Compliance-ის მიერ შეიქმნა, ომის დანაშაულის მტკიცებულებებზე უკრაინელ პროკურორებთან ერთად ხერსონში ნოემბრიდან, მას შემდეგ მუშაობს, რაც რეგიონი 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა.

ანგარიშში, რომელიც დაფინანსებულია ბრიტანეთის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ, გაანალიზებულია 320 საქმე და მოწმეების ჩვენებები ხერსონში აღმოჩენილი დაკავების 35 ცენტრიდან.

მსხვერპლთა 43% ცალსახად საუბრობს რუსების მხრიდან წამებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.

მათი განცხადებით, რუსები იყენებდნენ წამების ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ე.წ. უოთერბორდინგი (როდესაც წამების ობიექტს სახეზე წყლის ჭავლს ასხამენ), სასტიკი ცემა, სექსუალური ძალადობა და სხვა.

ანგარიშის თანახმად, წამების სამიზნეები, ყველაზე მეტად, სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახების წევრები იყვნენ.

რუსეთის ხელისუფლებაში ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. რუსეთი გამუდმებით უარყოფს უკრაინაში წამებისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის