Reuters - უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე იზმაილის პორტზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ჩიკაგოს ბირჟაზე მარცვლეულზე ფასი 6,5%-ით გაიზარდა

უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე იზმაილის პორტზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ჩიკაგოს ბირჟაზე მარცვლეულზე ფასები 6,5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ზარალის ოდენობა „სერიოზულია“.

„თავდასხმის შემდეგ მარცვლეულზე ფასი ჩიკაგოს ბირჟაზე 4%-ით გაიზარდა და მოგვიანებით ამ მაჩვენებელმა კიდევ 2,5%-ით მოიმატა, რაც უკრაინის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორის, ბაზრიდან გამოთიშვის მცდელობით არის განპირობებული", - ნათქვამია განცხადებაში.

"რუსეთის თავდასხმა იზმაილის პორტზე ნიშნავს იმას, რომ კრემლი უკრაინის საზღვაო საექსპორტო ბლოკადის აღდგენისთვის ძალის გამოყენებას ზრდის", - წერს Reuters-ი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს