უკრაინის შეიარაღებული ძალები არსენალში უკრაინული დრონის ახალ მოდელს ამატებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის შეიარაღებული ძალების არსენალში FPV დრონების ახალ, მე-10 მოდელს ამატებს.

"FPV-ის ეს დრონი, ისევე, როგორც სხვა მოდელები, დამზადებულია უკრაინაში, მაგრამ ძირითადად უცხოური კომპონენტებისგან. შემდეგი დონე არის ძირითადი კომპონენტების წარმოება უკრაინაში და დივერსიფიკაციის უზრუნველყოფა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჯარის მომარაგების დამოუკიდებლობა და სტაბილურობა ნებისმიერ პირობებში", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

მისი თქმით, ბოლო 15 თვის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის 30-ზე მეტი მოდელი გამოიყენა.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა ივნისში განაცხადა, რომ FPV-ის დრონები ფრონტის ხაზზე სულ უფრო აქტუალური ხდება. მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს ყოველთვიურად ათობით ათასი FPV დრონი სჭირდებათ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში