მარია ზახაროვა ბათუმის აქციაზე - ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია - რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს „რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს“, რომლებსაც „რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო გემის ჩასვლასთან დაკავშირებით, საქართველოში, რამდენიმე დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას, ზახაროვამ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები არის მორიგი „შეკვეთილი ქმედება, რომელიც ქვეყანაში მრავლად ტარდება სხვადასხვა თემაზე და რუსეთისა და გარკვეული შიდა მოვლენების კონტექსტში.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებებს სჩადიან, საქართველოს მოსახლეობას არ წარმოადგენენ.

„ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ ვიღებთ უამრავ მოწოდებას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ეს უაზრო პროვოკაცია, რომ მათ, როგორც ქვეყანას, არანაირი კავშირი არ აქვთ და ემიჯნებიან მას [აქციას] “ , - განაცხადა ზახაროვამ.

ის, ასევე, ამბობს, რომ აშშ-ის ელჩი თბილისში კელი დეგნანი „პირდაპირ ასწავლის საქართველოს მოქალაქეებს როგორ იცხოვრონ“.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს