ოლექსი დანილოვი - პარტნიორებთან გვაქვს შეთანხმებები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის მათ იარაღს არ ვიყენებთ, მაგრამ ჩვენ წარმოებულ იარაღს ეს არ ეხება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ წარმოებული იარაღის გამოყენებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებისთვის უკრაინას არანაირი აკრძალვა არ აქვს.

მისივე თქმით, უკრაინას ნაკისრი აქვს ვალდებულება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღის არგამოყენებაზე.

„პარტნიორებთან გვაქვს შეთანხმებები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის მათ იარაღს არ ვიყენებთ, იმისთვის, რომ რუსეთმა არ დაადანაშაულოს ისინი ომის მონაწილეობაში, მაგრამ ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოებულ იარაღს ეს არ ეხება ", - განაცხადა დანილოვმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს