სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ სერიოზულად ეკიდება ნატო-ს უსაფრთხოების საკითხს ბელარუსული ვერტმფრენების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ სერიოზულად ეკიდება ნატოს უსაფრთხოების საკითხს ბელარუსული ვერტმფრენების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო.

მისივე თქმით, აშშ-ს მთავრობის აზრით, ნებისმიერმა ქვეყანამ სხვა ქვეყნების სუვერენულ საჰაერო სივრცეს პატივი უნდა სცეს.

"არ მინდა გავუსწრო იმ განცხადებებს, რომლებიც აშშ-სა ან ნატო-ს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხრიდან შეიძლება გაკეთდეს. არსებობს გარკვეული პროცესი. არსებობს პროცესი, რომელიც ნატო-ს ქვეყნებს მე-5 მუხლზე მითითების საშუალებას აძლევს. ამჟამად ამ ეტაპზე არ ვართ", – აღნიშნა მილერმა.

შეგახსენებთ, რომ ნატოს მე-5 მუხლის თანახმად, ნატოს მოკავშირეზე თავდასხმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმად ითვლება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს