მიხეილ დაუშვილი - იდენტური მესიჯები გვაფიქრებინებს, რომ რაღაც დონეზე "ქართული ოცნებისა" და რუსეთის ხელისუფლების ინტერესები თანხვედრაშია - სხვაგვარად გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთი და იმავე "მესიჯბოქსით" გვესაუბრებოდნენ

"ქართული ოცნების" და რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა მარია ზახაროვას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნების" რიტორიკის შედეგად ქვეყანა დასავლეთს შორდება და მარტო რჩება რუსეთთან. ამასთან, დაუშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნებისა" და რუსეთის ხელისუფლების ინტერესებიც თანხვედრაშია.

"ქართული ოცნება" დაკავებულია ჩვენი მეგობრების და მოკავშირეების ლანძღვა- გინებით და ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" და ამასთანავე რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა. "ოცნება" გვაშორებს დასავლეთს და საქართველოში ამის პარალელურად რუსული გავლენები იზრდება. პარტნიორებთან და მეგობრებთან კონფრონტაციაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან ვრჩებით მარტო.

სამწუხაროდ, იდენტური მესიჯები და მსგავსი საუბრები გარკვეულწილად იმასაც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც დონეზე ინტერესებიც თანხვედრაშია. სხვაგვარად გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთი და იმავე "მესიჯბოქსით" გვესაუბრებოდეს ჩვენი ხელისუფლება და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და სამთავრობო პროპაგანდისტები," - განაცხადა დაუშვილმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას "რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს."

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება