მოლდოვას თავდაცვის მინისტრის, ანატოლი ნოსატის განცხადებით, უკრაინის პორტებზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, მოლდოვა ყურადღებით აკვირდება უკრაინაში შექმნილ ვითარებას, რადგან ეს პორტები მოლდოვის ტერიტორიიდან სულ რამდენიმე კილომეტრშია განლაგებული.
მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მზად არის ნებისმიერი საგანგებო სიტუაციისთვის.
"ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს უკრაინაში და მოლდოვის საზღვრებთან შექმნილ ვითარებას, რათა ვითარების ნებისმიერ ცვლილებაზე რეაგირების საშუალება გვქონდეს. რასაკვირველია, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე პერმანენტულ თავდასხმებს ვგმობთ", – განაცხადა ნოსატიმ.