ანა ნაცვლიშვილი - ჩემი კითხვა განათლების მინისტრის მიმართ ასეთია: რომელ პოზიციას იზიარებს, რომელსაც ამ ქვეყნის უზენაესი კანონი -კონსტიტუცია ადგენს, თუ გამოცდების ცენტრის პოზიციას, რომელიც კონსტიტუციას დაუმორჩილებლობას უცხადებს?

ძალიან მძიმე მოვლენაა, როდესაც სახელმწიფო ორგანო თავად უცხადებს დაუმორჩილებლობას კანონს და სასამართლოს, თავადვე აყენებს უზარმაზარ დარტყმას საკუთარ ლეგიტიმაციას - ჩემი კითხვა განათლების მინისტრის მიმართ ასეთია: რომელ პოზიციას იზიარებს, რომელსაც ამ ქვეყნის უზენაესი კანონი -კონსტიტუცია ადგენს, თუ გამოცდების ცენტრის პოზიციას, რომელიც კონსტიტუციას დაუმორჩილებლობას უცხადებს? - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილმა ასევე გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მოითხოვა ინფორმაცია, „რა სამართლებრივი საფუძვლით ხელმძღვანელობს, როდესაც უარს აცხადებს განჩინების აღსრულებაზე მაშინ, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დროებითი განჩინება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას“.

„სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება არ საჭიროებს რაიმე დამატებით თანხმობას და არ ექვემდებარება დამატებით მსჯელობას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან; კონსტიტუცია და კანონი იმპერატიულად ავალდებულებს ცენტრს მის შესრულებას, ხოლო შეუსრულებლობა ისჯება კანონით“,- აცხადებს ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილის თქმით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ცენტრის ამგვარმა მოქმედებამ სახელმწიფო აქციოს მოპასუხედ საერთაშორისო დავაში, „რაც მაღალი ალბათობით დასრულდება ქვეყნისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანით და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულებით - ბიუჯეტის, ანუ მოქალაქეების ხარჯზე“.

ის მიიჩნევს, რომ „ცენტრის დაუმორჩილებლობა მოქალაქეებს უგზავნის საშიშ და სახელმწიფოებრიობისათვის უკიდურესად დამაზიანებელ გზავნილს კონსტიტუციის უზენაესობის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის იგნორირების თაობაზე“.

ნაცვლიშვილმა ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს მიმართა - აპირებს თუ არა საბჭო მოახდინოს საჯარო შეფასება და რეაგირება ფაქტზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სასამართლოს დავალებას დაუმორჩილებლობას უცხადებს, „რადგან სწორედ საბჭოა კანონით სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი უწყება“.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება