კახა კალაძე - ფაქტი ხომ არის, რომ ISFED-მა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა?! - უბედურებაა, როცა კონკრეტულ დანაშაულში გამოიჭერენ ადამიანებს და მას აფასებენ, როგორც უზუსტობას, შეცდომას - რა შეცდომაზეა საუბარი, ქვეყანა კინაღამ ააყირავეს

მე ხომ არაფერს ვიგონებ. ფაქტი ხომ არის ის, რომ ISFED-მა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა. ხომ არის ფაქტი?! ეს იყო უდიდესი დანაშაული. ზუსტად ეგ არის ძალიან დიდი უბედურება, როდესაც კონკრეტულ დანაშაულში გამოიჭერენ ადამიანებს და მას აფასებენ, როგორც უზუსტობას, შეცდომას. რა შეცდომაზეა საუბარი, ქვეყანა კინაღამ ააყირავეს. არ გახსოვთ, რა ხდებოდა და რა კამპანია იყო?! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ავლებს თუ არა პარალელს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალსა და საპარლამენტო არჩევნებზე ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს შორის.

მისივე თქმით, მთლიანად, ყველაფერი, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხდებოდა, დაგეგმილი იყო და მიზანმიმართული ნაბიჯი იდგმებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილიყო, თუნდაც ISFED-ის გაყალბებული კვლევებით.

„ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს იყო გაყალბებული და მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აღნიშნული გაყალბებული კვლევა გამოააშკარავეს, მოისმინეთ რაიმე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს ბოდიში მოეხადა, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა. რით შემოიფარგლნენ? ქართველი ხელმძღვანელი ვინც იყო, გაათავისუფლეს და ამით ვითომ ყველაფერი დამთავრდა. ვინ აფინანსებდა ამას, საიდან მოდიოდა ეს დაფინანსება? ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. იგივე სააკაშვილის "შემოტანა", როგორც განუბაჟებელი ტვირთი - ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა მოეწყოთ, დაპირისპირება მომხდარიყო, ხელისუფლება ჩამოეგდოთ. ყველანაირი მეთოდით მზად არიან, რომ დღესაც მოახდინონ ეს ყველაფერი, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები კარგად ხედავენ, რა პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და სიმშვიდის შენარჩუნება.

მე ხომ არაფერს ვიგონებ. ფაქტი ხომ არის ის რომ ISFED-მა პარალელური დათვლები გააყალბა. ხომ არის ფაქტი?! ეს იყო უდიდესი დანაშაული. ზუსტად ეგ არის ძალიან დიდი უბედურება, როდესაც კონკრეტულ დანაშაულში გამოიჭერენ ადამიანებს და მას აფასებენ, როგორც უზუსტობას, შეცდომას. რა შეცდომაზეა საუბარი, ქვეყანა კინაღამ ააყირავეს. არ გახსოვთ, რა ხდებოდა და რა კამპანია იყო?!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის