ჯო ბაიდენი ნიგერის ხუნტას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ პატიმრობაში იმყოფებიან

ჯო ბაიდენი ნიგერის ხუნტას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ პატიმრობაში იმყოფებიან

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნიგერის ხუნტას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მოჰამედ ბაზუმის და მისი ოჯახის წევრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ პატიმრობაში იმყოფებიან.

ინფორმაცია აშშ-ს თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე არის განთავსებული.

„მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ პრეზიდენტი ბაზუმი და მისი ოჯახის წევრები, და ასევე მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ ნიგერის მიერ ასე მძიმედ შეძენილი დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ნიგერისა და აშშ-ს შორის პარტნიორობის შენარჩუნებისთვის ფუნდამენტური დემოკრატიული ფასეულობების, საკონსტიტუციო წესრიგის და სამართლიანობის დაცვა არის საჭირო.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნიგერი დამოუკიდებლობის 63-ე წლისთავს აღნიშნავს.