ვლადიმერ პუტინი - რუსეთის ყველა სახელმწიფო მოხელემ რუსული ავტომობილით უნდა იაროს - ეს უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე ადრე, მაგრამ საშიში არაფერია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო მოხელეებს მხოლოდ და მხოლოდ რუსული წარმოების ავტომანქანებით - „მოსკვიჩებითა“ „ლადებით" გადაადგილება უბრძანა.

რუსული მედიის ცნობით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩინოვნიკებისთვის იმპორტული ავტომობილების შესყიდვის აკრძალვის შესახებ პუტინმა ერთ-ერთი თათბირის დროს გაახმოვანა.

„ქვეყნის ყველა სახელმწიფო მოხელემ რუსული ავტომობილით უნდა იაროს. ეს უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე ადრე, მაგრამ საშიში არაფერია. პირიქით, უფრო კარგიც არის. ყველა ჩვენ ჩინოვნიკს უნდა ესმოდეს, რომ საჭიროა რუსული ბრენდების, ავტომობილების და სხვა პროდუქციის განვითარება", - განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ იმპორტი უნდა იყოს, მაგრამ ისეთი „საბაზისო რამ“, როგორიც არის ავტომობილი, რუსული წარმოების უნდა იყოს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის