ევროკომისიის განცხადებით, დღეს ევროკავშირის საბჭომ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო

ევროკომისიის განცხადებით, დღეს ევროკავშირის საბჭომ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერისთვის დაუწესეს.

„სანქციების თანახმად, გაფართოებულია ბელარუსში კრიტიკული საქონლის და ტექნოლოგიების ექსპორტზე აკრძალვა, რომლებიც ამ ქვეყნის სამხედრო და ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებას უწყობს ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე შემოღებულია დამატებითი აკრძალვა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, საქონლის, ტექნოლოგიების ექსპორტზე, რომელთა გამოყენება ავიაციაში და კოსმოსურ დარგში არის შესაძლებელი.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის საბჭომ ბელარუსის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმთან შესაბამისობაში მოიყვანა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის