დმიტრო კულება - ტაივანისადმი აშშ-ის დახმარება უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებს

ტაივანისადმი აშშ-ის დახმარება უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას აზრით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არაფერს ისეთს არ გააკეთებს, რაც უკრაინისთვის დახმარებას შეამცირებდა.

„შინ როგორ წყვეტენ ამა თუ იმ საკითხს - ეს უკვე მათი სიტუაციაა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის მხრივ [ბაიდენის] ადმინისტრაციაში შემუშავდება, შედეგად ამ მხარდაჭერის შემცირებამდე არ მიგვიყვანს“, - განაცხადა კულებამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება