მედია - თბილისიდან აფრენილი „აზიმუტის“ თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის რეისს ასრულებდა, ავარიულად დაეშვა

რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის თვითმფრინავი, რომელიც 2 აგვისტოს საღამოს თბილისი-მოსკოვის მარშრუტს ასრულებდა, იძულებული გახდა თბილისის აეროპორტში დაბრუნებულიყო.

„ეხო კავკაზას“ წყაროს ცნობით, თვითმფრინავმა აფრენის დროს შასის მექანიზმი ვერ აკეცა და აფრენიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ თბილისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

მგზავრები რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ ახალ თვითმფრინავს, რომელმაც ისინი მოსკოვში წაიყვანა. რეისი, რომელიც თბილისის დროით 22:45 წუთზე იყო დაგეგმილი, დილის 04:35 საათზე შედგა.

როგორც მედია აღნიშნავს, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ თბილისის აეროპორტში „აზიმუტის“ ოფიციალური წარმომადგენელი არ ყოფილა.

ავიაკომპანიამ პირდაპირი ფრენები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მიმდინარე წლის 19 მაისიდან დაიწყო.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება