ვოლოდიმირ ზელენსკი - შტურმები სასტიკია, მაგრამ უკრაინული ძალა დომინირებს

შტურმები ძალიან სასტიკია, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები დომინირებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ფრონტი. ბრძოლები რთულია. ოკუპანტები მთელი ძალებით ცდილობენ ჩვენი ბიჭების გაჩერებას. შტურმები ძალიან სასტიკია. კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუტის, მარინკას, ავდიივკას მიმართულებები, სამხრეთის მიმართულებები - ყველგან მარტივი სიტუაცია არ არის. მაგრამ, მტერი რასაც არ უნდა აკეთებდეს, სწორედ უკრაინული ძალა დომინირებს. და ამისთვის ფრონტზე ყველა კაცსა და ქალს ვუხდი მადლობას!” - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა