დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს - ის თავს უდანაშაულოდ ცნობს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს, თავს უდანაშაულოდ ცნობს.

დონალდ ტრამპს ბრალი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე წაუყენეს, რომელზედაც გამოძიებას სპეციალური პროკურორი, ჯეკ სმიტი აწარმოებდა.

დონალდ ტრამპი ფორმალურად დააკავეს, თუმცა მომდევნო სასამართლო პროცესის მოლოდინში გაათავისუფლეს, რომელიც 28 აგვისტოსაა ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ ეს ტრამპის მესამე დაკავებაა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში.

დონალდ ტრამპმა, სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნა პოლიტიკური ოპონენტის დევნაა. „ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის,“- აღნიშნა ტრამპმა.

ფედერალური პროკურორები ამტკიცებენ, რომ ტრამპს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, გადაწყვეტილი ჰქონდა ხელისუფლებაში დარჩენა და რომ მან და ექვსმა თანამზრახველმა მოაწყვეს შეთქმულება, რათა არჩევნების შედეგები შეეცვალათ, რამაც 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტი გამოიწვია.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს