უკრაინამ აშშ-სთან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობდა.

"სიმბოლურია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი უდიდესი სტრატეგიული პარტნიორი, გახდა პირველი ქვეყანა, რომელთანაც უკრაინამ ეს პროცესი დაიწყო. ამ გზით წარმატებულ მოდელს ვქმნით სხვა პარტნიორებისთვისაც“,- განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

უკრაინის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოების ეს გარანტიები გააძლიერებს უკრაინის პროგრესს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში , მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში, გაწევრიანების გზაზე, რაც ქვეყნის საბოლოო მიზანი და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიაა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა