ჯონ კირბი - რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან საბრძოლო მასალის შეძენას ცდილობს

შეერთებული შტატების სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთი ცდილობს გააფართოოს თანამშრომლობა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და სურს შეიძინოს ჭურვები უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს გააფართოვოს სამხედრო თანამშრომლობა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების შესყიდვით,“ – განაცხადა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბოლოდროინდელი ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში. კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება მოსკოვსა და ფხენიანს შორის იარაღის მიწოდებაზე არღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ძალისხმევას, რათა აღკვეთოს კრემლის ნებისმიერი მცდელობა, უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის იარაღი მესამე ქვეყნებში შეიძინოს. ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ვლადიმერ პუტინის სასოწარკვეთას მოწმობს. გარდა ამისა, ის, რომ მოსკოვს იარაღის ძებნა ისეთ ქვეყნებში უწევს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა ან ირანი, მეტყველებს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს დასავლეთის სანქციები კრემლის ომის მანქანაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო