ნიგერის პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და გადატრიალების ლიდერების "ვაგნერთან" კავშირის მოსალოდნელ სახიფათო შედეგებზე საუბრობს

ნიგერის ჩამოგდებული პრეზიდენტი, მოჰამედ ბაზუმი აშშ-სა და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში დეხმარონ.

მისი თქმით, თუ სამხედრო გადატრიალების ლიდერები წარმატებას მიაღწევენ, ამას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ქვეყნისთვის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის.

„ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის ბრძოლა, მათ შორის დემოკრატიული პლურალიზმი და კანონის უზენაესობის პატივისცემა, ერთადერთი გზაა სიღარიბისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მდგრადი პროგრესის მისაღწევად. ნიგერიელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში", - აცხადებს მოჰამედ ბაზუმი.

მისი თქმით, სახიფათოა ის, რომ გადატრიალების ლიდერებს კავშირი აქვთ „ვაგნერთან“.

„რუსეთის გავლენის ქვეშ, შესაძლოა, ცენტრალური საჰელის მთელი რეგიონი მოხვდეს "ვაგნერის" ჯგუფის მეშვეობით, რომლის სასტიკი ტერორიზმი სრულად წარმოჩნდა უკრაინაში“, - აცხადებს ნიგერის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ნიგერში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შემდეგაც ქვეყანა არეულობამ მოიცვა. გუშინ, გადატრიალების ლიდერებმა განაცხადეს, რომ საფრანგეთიდან, აშშ-დან, ნიგერიიდან და ტოგოდან ქვეყნის ელჩები გაჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ნიგერი ურანის მნიშვნელოვანი მწარმოებელია - საწვავის, რომელიც ბირთვული ენერგიისთვის აუცილებელია.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა