ენტონი ბლინკენი - გაერო-ს ყველა ქვეყანამ უნდა უთხრას რუსეთს: კმარა!

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გაერო-ს ქვეყნებს მოუწოდებს, შავი ზღვის შანტაჟად გამოყენება შეწყვიტოს.

„გაერო-ს ყველა წევრმა უნდა უთხრას მოსკოვს „საკმარისია“. კმარა შავი ზღვის შანტაჟად გამოყენება. კმარა ეს გაუმართლებელი და უაზრო ომი",- აღნიშნა ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, თითქმის 90-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა აშშ-ის მიერ შემუშავებულ მოკლე კომუნიკეს, რომელშიც ისინი ვალდებულებას იღებენ, მიიღონ ზომები, რათა შეწყდეს საკვების, როგორც ომის იარაღის გამოყენება და მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილის ომის ტაქტიკად გამოყენება.

მისი თქმით, შეერთებული შტატები 362 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსებას გამოყოფს აფრიკის 11 ქვეყანასა და ჰაიტიში სასურსათო დაუცველობის დასაძლევად და მდგრადობის გასაძლიერებლად.

შეგახსენებთ, გასულ თვეში რუსეთმა დატოვა გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება, რომელიც უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის საშუალებით უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლეოდა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება