დანიაში, ყურანის დაწვის გამო, სასაზღვრო კონტროლი მკაცრდება

დანიის პოლიცია ყურანის დაწვის გამო სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს, - ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხელისუფლებამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ დროისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს, ვინ შემოდის დანიაში, რათა კონკრეტულ და აქტუალურ საფრთხეებზე რეაგირება მოხდეს“, - ნათქვამია დანიის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება მინიმუმ 10 აგვისტომდეა დაგეგმილი.

„ყურანის დაწვამ, როგორც უსაფრთხოების პოლიციამ განაცხადა, გავლენა მოახდინა უსაფრთხოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე“, - განაცხადა დანიის იუსტიციის მინისტრმა პიტერ ჰუმელგარდმა.

შეგახსენებთ, ანტიისლამურმა აქტივისტებმა დანიასა და შვედეთში ბოლო თვეებში მუსლიმთა წმინდა წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი დაწვეს, რამაც მუსლიმური სამყაროს აღშფოთება გამოიწვია. სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა შვედეთმაც. ამასთან, ყურანის დაწვის ფაქტები ორივე ქვეყნის მთავრობებმა დაგმეს და განაცხადეს, რომ განიხილავენ ახალ კანონებს, რომელიც ამგვარ ქმედებებს აკრძალავს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო