რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ჯარისკაცებს შეხვდა, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინაში დისლოცირებული დაჯგუფება „ცენტრის“ მეთაურებმა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდეს და ჯარისკაცებს „ლიმანის მიმართულებით წარმატებული შეტევითი ოპერაციების ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს“.
შოიგუმ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მოწინააღმდეგისთვის პრევენციული დარტყმების მიყენება დაკავებული პოზიციებიდან მისი განდევნის დროს.
„ეს ზომები უზრუნველყოფს რუსი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად შენარჩუნებას“, - აღნიშნა შოიგუმ.