მექსიკაში მიგრანტების ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა მინიმუმ 18 ადამიანი

მექსიკაში ავტობუსი, რომელსაც უცხოელი მიგრანტები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანია. დაშავებულია სულ მცირე 23 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობენ.

ავტობუსი მეხიკოდან ჩრდილოეთ სასაზღვრო ქალაქ ტიხუანასკენ მიემართებოდა და მასში, დაახლოებით, 42 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის მოქალაქეები ინდოეთიდან, დომინიკის რესპუბლიკიდან და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნიდან.

ოფიციალური პირების ცნობით, ზოგიერთი მგზავრი შეერთებული შტატების საზღვრისკენ მიემართებოდა.

მექსიკაში მსგავსი ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება, რასაც აშშ-სკენ სახიფათო გზით მიმავალი ბევრი მიგრანტის სიცოცხლე ეწირება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს