CNN - რუსულ ხომალდზე თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგად განხორციელდა

ნოვოროსიისკის პორტში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებზე თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგად განხორციელდა, - ინფორმაციას CNN სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყარომ ტელეკომპანიასთან საუბარში განაცხადა, რომ 450 კილოგრამი ასაფეთქებელი ტროტილით დატვირთული საზღვაო დრონი თავს დაესხა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდს, “ოლენეგორსკი გორნიაკს”, რომელშიც დაახლოებით 100 რუსი სამხედრო იმყოფებოდა.

“თავდასხმის შედეგად რუსული გემი სერიოზულად დაზიანდა და დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ვერ ახერხებს “, - განაცხადა წყარომ.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრასნოდარის პროვინციაში მდებარე ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე უეკიპაჟო კატერის გამოყენებით თავდასხმის განხორციელება სცადეს, თუმცა თავდასხმა რუსულმა გემებმა მოიგერიეს.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს