ირაკლი ღარიბაშვილი - ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება - ყოველგვარი საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, ძალიან არასერიოზულია

ასეთი კატაკლიზმები, ასეთი ტრაგედიები, სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება. ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, მგონი, ძალიან არასერიოზულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ რაჭაში, სტიქიის ზონაში მეზობელი ქვეყნების დახმარების საჭიროება არ იყო.

„ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, ასეთ მძიმე წუთებში გთხოვთ, რომ ყველანი გავერთიანდეთ და ამ ოჯახებისთვის ვილოცოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ ჰყავს საქართველოს სამაშველო ვერტმფრენები, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამარცხვინოა სპეკულაციები იმის თაობაზე, თითქოს „მთავრობამ 3 ვერტმფრენი შეიძინა, მაგრამ სინამდვილეში თურმე არ არის“.

„ჯერ ერთი,სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ და დღესაც იმუშავეს. ხაზგასმით აღვნიშნავ, არც ერთი ადამიანი, რომელიც გუშინ იპოვეს, არ დაშავებულა, ჩვენმა სამაშველო სამსახურმა ყველა უვნებელი გამოიყვანა. ჩვენი სამსახურები იყვნენ ადგილზე და სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ. არ მინდოდა ამ საკითხზე საუბარი. რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ კომენტარს ხელმოცარულ პოლიტიკოსებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მაგრამ პირადად თქვენი და სხვა ტელევიზიები მთელი დღის განმავლობაში ასეთ ვითარებაში, როდესაც გარდაცვლილი მოქალაქეები გვყავს, ტრაგედიაა, ჯერ კიდევ ვერ პოულობენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ამორალურ ქმედებას ეწევით და ატყუებთ მოსახლეობას, რომ თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე გთხოვთ, რომ ასეთ დროს მაინც შეიკავოთ თავი ან ინფორმაციის გაგების სერიოზული პრობლემა გაქვთ. 24 საათი ერთ დავალებას ასრულებთ, ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის და ხალხის დაზაფვრის. ასეთი უბედური მდგომარეობაა, ასეთი ტრაგედია გვაქვს და თქვენ ათმაგად ძაბავთ ხალხს. ეს სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულოთ, რომ თურმე 3 ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს. მთავარი არის შემდეგი - ჩვენი 210 თანამოქალაქე უვნებლად იქნა გამოყვანილი ჩვენი სამაშველო სამსახურის მიერ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მატყუარა ტელევიზია და ხალხს ატყუებთ“, - მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს