რუსეთის საგარეო უწყება - დასავლეთის ქვეყნები საქართველოზე აშკარა ზეწოლას ახორციელებენ

დასავლეთის ქვეყნები საქართველოზე, რუსეთთან დიალოგის საკითხზე აშკარა ზეწოლას ახორციელებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„დასავლეთის ქვეყნები ახორციელებენ აშკარა ზეწოლას თბილისზე, მიუხედავად იმისა, რომ არც ავიამიმოსვლა და არც რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სხვა კომპონენტები არსებულ სანქციების რეჟიმს არ არღვევს“ , - აღნიშნა გონჩარმა.

მისი თქმით, რუსეთი მის წინააღმდეგ დაწესებული „არალეგიტიმური" სანქციების ექსტერიტორიული გამოყენების მცდელობას სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.

„არალეგიტიმური ანტირუსული სანქციების ექსტერიტორიული გამოყენების მცდელობებს სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებსა და მესამე ქვეყნებთან მათ ურთიერთობებში ჩარევად განვიხილავთ“, - დასძინა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის ხელმძღვანელობამ საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენისა და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება "ქართველ და რუს ხალხებს შორის კონტაქტების ხელშეწყობის, მოსკოვსა და თბილისს შორის ჰუმანიტარული და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის საჭიროებიდან გამომდინარე" მიიღო და რომ მოსკოვი კვლავაც ამ მოსაზრებებით იხელმძღვანელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო