გიორგი ამილახვარი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა გამო - სიტყვები არ არის საკმარისი იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც მთელი საქართველო დღეს განვიცდით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა გამო. გუშინდელი მოვლენა უდიდესი ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის. სიტყვები არ არის საკმარისი იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც მთელი საქართველო დღეს განვიცდით.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს და გულითად თანადგომას ვუცხადებ სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს.

მადლობა მინდა, ვუთხრა ჩვენს გმირებს - მეხანძრე-მაშველებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ამ წუთებშიც სტიქიის ადგილზე თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისთვის.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები და იმედს ვიტოვებ, რომ ყველა ადამიანი, ვინც რჩება სტიქიის ზონაში უვნებელი და საღ-სალამათი დაგვიბრუნდება!“ , - აღნიშნავს გიორგი ამილახვარი.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება