მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს ალექსეი ნავალნის ექსტრემისტული თემის შექმნის საქმეზე, განსაკუთრებული რეჟიმით 19 წელი მიუსაჯა. ამის შესახებ რუსული მედია იუყწყება.

სასამართლო სხდომა ვლადიმირის რეგიონის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაიმართა, სადაც პოლიტიკოსი თაღლითობის საქმეზე ცხრაწლიან სასჯელს იხდის.

ნავალნი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებითაც.

კერძოდ, ექსტრემიზმისადმი საჯარო მოწოდებების შესახებ; ნაციზმის რეაბილიტაციის; არასრულწლოვანთა ჩართულობა სიცოცხლისათვის საშიში ქმედებების ჩადენის; არაკომერციული ორგანიზაციის შექმნისთვის, რომელიც არღვევს მოქალაქეთა უფლებებს; ექსტრემიზმის დაფინანსებისთვის.

რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მიერ დაარსებულ ანტიკორუფციულ ფონდს და პოლიტიკოსის მხარდამჭერთა რეგიონულ შტაბს ექსტრემისტულ საზოგადოებად მიიჩნევს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს