რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ "საკმაოდ მიღწევადია" საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტის დაწყება ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით

მოსკოვში მიაჩნიათ, რომ „საკმაოდ მიღწევადია“ საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტის დაწყება ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით. ამის შესახებ TAСС-თან ინტერვიუში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა.

„რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს გავლით სატრანზიტო კომუნიკაციის საკითხი პერიოდულად განიხილება ერევანთან კონტაქტების დროს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ობიექტური ინტერესია დამატებითი სატრანსპორტო დერეფნების გახსნა, რომლებიც დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს საქართველოს სამხედრო გზატკეცილთან ერთად. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოვლენას და იმუშავებს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებისთვის. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა საკმაოდ მიღწევადია, თუ ყველა დაინტერესებული მხარე იხელმძღვანელებს პრაგმატული ინტერესებით და გაითვალისწინებს რეგიონში არსებულ რეალობას“, - განაცხადა გონჩარმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა